უეფას ერთა ლიგაში იტალიის ნაკრების ნიდერლანდების წინააღმდეგ გამარჯვება (1: 0) რობერტო მანჩინისთვის ეროვნულ გუნდში 21-ე მატჩში აღმოჩნდა.
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იტალიის ნაკრებს თავკაცობს, გამოცდილმა სპეციალისტმა მხოლოდ ორი მატჩი წააგო.
მსგავსი შედეგი მარჩელო ლიპის ჰქონდა, რომელმაც "სკუადრა აძურას" 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.
უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთ მწვრთნელს. ფულვიოვალკარეჯის ანგარიშზეა, ვინც იმ იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1970 წლის მონდიალზე მეორე ადგილი დაიკავა.
სანაკრებო სარბიელზე გადანაცვლებამდე, 55 წლის მანჩინი "ლაციოს", "ფიორენტინას", "ინტერს", "მანჩესტერ სიტის", " გალათასარაის" და "ზენიტს" თავკაცობდა.