Belive

რობერტო მანჩინი: "ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უემბლი ჯერ კიდევ შორსაა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა.
"კარგად ვთამაშობდით. პირველი მატჩის წნეხისთვის გაძლება მარტივი არ ყოფილა, თანაც თამაში კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია. . ევროპის ჩემპიონატის რანგის მატჩებში ყველაფერი უნდა გააკეთო. გულშემატკივარი დაგვეხმარა და შედეგად, ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენთვის გადამწყვეტი ბურთის დროული გადატანა იყო, ჩვენ ყოველთვის რომელიმე მოთამაშეს ვათავისუფლებთ გამჭოლი გადაცემებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურნირის კარგად დაწყება და ეს გვსიამოვნებს ჩვენ, აუდიტორიას და ყველა იტალიელს. მშვენიერი საღამო იყო და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი ასეთი იქნება. უემბლი? ძალიან შორსაა. იქამდე ექვსი თამაშია დარჩენილი", - თქვა 56 წლის სპეციალისტმა.
ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები