რივალდომ ნეიმარს უპასუხა: "პატივს გცემ, თუმცა ნუ მედრები..."
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ ჰილალის" შემტევმა - ნეიმარმა, რამდენიმე დღის წინ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
2002 წლის მსოფლიოზე, სადაც ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ნეიმარმა აღნიშნა, რომ ბრაზილიის ნაკრები იმ წელს იმდენად ძლიერი იყო, რომ რივალდოს მაგივრად რომ პატარა ნეიმარს ეთამაშა, მაინც მოიგებდნენ მსოფლიო ჩემპიონატს.
ამ ყველაფერზე კი ნეიმარს, ლეგენდარულმა რივალდომ უპასუხა.
"ნეიმარის მიმართ დიდი პატივისცემა მაკავშირებს და პირდაპირ ვიტყვი, რომ იგი ძალიან მიყვარს, თუმცა 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს ადგილას რომ ნეიმარი ყოფილიყო, ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებდა.
ამის თქმა მსურს - იმ დროს წარმოუდგენლად კონცენტრირებული ვიყავი და ისე კარგად ვთამაშობდი, ჩემი ადგილი ვერავინ დაიკავა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, იმ ბრაზილიის ნაკრებში შეუცვლელი ფიგურა ვიყავი და ნეიმარი კი არა, ვერავინ ვერ ამომაგდებდა შემადგენლობიდან..." - რივალდო
შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მუნდიალი კორეა-იაპონიაში იმართებოდა. ამ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრები გახდა, რომელთაც ფინალში გერმანელები რონალდოს დუბლით დაამარცხეს. სწორედ რონალდო გახდა ამ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი (8 გატანილი გოლი).