რიშარლისონმა ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა
გუშინდელი საღამო რიშარლისონისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოდგა. გარდა იმისა, რომ ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, მან შეძლო "მარსელთან" დაძაბულ გამარჯვებაში დიდი წვლილის შეტანა და ფრანგულ კლუბს დუბლი შეუსრულა. ბრაზილიელისთვის ეს მომენტი ძალიან ემოციური აღმოჩნდა და ცრემლებიც ვერ შეიკავა. მატჩის დასრულების შემდეგ, ის ოჯახთან მივიდა და ემოციებმაც სწორედ ამ დროს იფეთქა.
Richarlison couldn’t hold back the tears after scoring a brace in front of his friends and family on his #UCL debut 🥹 pic.twitter.com/NHqsqllaFv
— Football on TNT Sports (@footballontnt) September 7, 2022
აღნიშნული შეხვედრა ლონდონელთათვის ნამდვილად არ ყოფილა ადვილი. "მარსელმა" პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, გარდა ამისა, ფრანგები აშკარა სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მბემბა მოედნიდან გააძევეს, სურათი რადიკალურად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ფრანგებმა მანც შექმნეს მომენტები, მაგრამ რიშარლისონს სხვა გეგმები ჰქონდა.
Two goals in five minutes for Richarlison 😛 pic.twitter.com/7VgKCOtjtQ
— B/R Football (@brfootball) September 7, 2022
ამჯერად "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ლონდონელებს პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ელით. შემდეგი ჩემპიონთალიგური შეხვედრა "ჰოთსპურს", გასვლაზე, "სპორტინგის" წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.