Belive

"რის ჯეიმსი საუკეთესო ფულბექია" - მაურისიო პოჩეტინო

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა - მაურისიო პოჩეტინომ, რის ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საუკეთესო ფულბექია. "არისტოკრატების" კაპიტანზე საუბრისას, პოჩეტინომ აგრეთვე დასძინა, რომ მისი მოედანზე დაბრუნება კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია.

რის ჯეიმსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფულბექია. მისი დაბრუნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვჭირდება, რომ ჩვენი კაპიტანი თავს კარგად გრძნობდეს და გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარებოდეს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, მაგრამ ის საკვანძო მოთამაშეა. - მაურისიო პოჩეტინო.

შეგახსენებთ, რის ჯეიმსი "არისტოკრატების" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში, "ჩელსის" დაცვის ბურჯმა 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები