რიო ფერდინანდი: "VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა - რიო ფერდინანდმა, ფეხბურთში VAR-ის არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი გამოცდა იყო ამ ტექნოლოგიის გამოყენება, თუმცა ახლა დროა, რომ დავემშვიდობოთ.
"VAR-ი უნდა გადავაგდოთ სანაგვე ურნაში. გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ სისულელეა. ეს ანელებს თამაშს და კლავს ემოციას.
ამ ყველაფერს კი ემატება ის, რომ ვერ ვიგებთ, რაზე და რა მომენტში შეიძლება ჩაერთოს VAR-ი საქმეში. რამდენი 100%-იანი მომენტი ვნახეთ, სადაც ყველანაირი საფეხბურთო წესით გოლი უნდა ჩათვლილიყო ან გაუქმებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, ხშირ შემთხვევაში არც კი ამოწმებენ ხოლმე.
მგონია, რომ სრული სისულელეა და ამიტომ პირადად მე მომხრე ვარ, რომ ის გაუქმდეს" - რიო ფერდინანდი
შეგახსენებთ, რომ რიო ფერდინანდი 'TNT SPORT'-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს და იგი VAR-ის ფეხბურთში დანერგვას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფერდინანდი ყველა ეთერსა და პირდაპირ ტრანსლაციას იყენებს იმისათვის, რომ საკუთარი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დააფიქსიროს.