რენი გუნდის განახლებას აპირებს | გიორგი მიქაუტაძესთან პირველადი კონტაქტი უკვე შედგა
ფრანგული გუნდი "რენი" სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და ზაფხულისთვის დიდი პროექტია დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ouest-france აქვეყნებს. როგორც წყაროსგან ვიგებთ მიქაუტაძესთან კონტაქტი უკვე შედგა.
"რენში" გუნდის განახლების გეგმის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფრანგული კლუბი 2018 წლის შემდეგ პირველად ევროთასებზე არ იასპარეზებს, გუნდის ხელმძღვანელობას კი დაგეგმილი აქვს როგორც ფეხბურთელების გაყიდვა ასევე ყიდვა, ამ კონკრეტულ პროექტზე რა თქმა უნდა იმოქმედებს ევროპის ჩემპიონატიც და ოლიმპიადაც. მათი მთავარი მიზანია, რომ ფეხბურთელი გუნდში მივიდეს დიდი გამოცდილებით და მაღალი სპორტული უნარ-ჩვევებით.
ჯერ ჯერობით ადრეა იმის თქმა თუ როგორი იქნება მომავალ სეზონში გუნდის შემადგენლობა, მაგრამ ფრანგული საიტი ირწმუნება, რომ გუნდი ძალიან შეიცვლება.
სტატიაში ნახსენებია გიორგი მიქაუტაძეც, ქართველ ფეხბურთელთან კონტაქტი უკვე შედგა. ბიუჯეტი მცირე იქნება დაახლოებით 15-20 მილიონის ფარგლებში, მაგრამ გუნდი მაინც მნიშვნელოვან რესურსებს გაიღებს, განსაკუთრებით გაყიდვების წყალობით. დისკუსია ჟორჟთან უკვე გაიმართა, მაგრამ ახლა ყველაფერი "აიაქსთან" არის გასარკვევი, სადაც ქართველ ფეხბურთელს 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი, "რენის" ყურადღების ცენტრში მიქაუტაძე გასულ ზაფხულსაც იყო.
შეგახსენებთ, გიორგიმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და აქტივში 4 საგოლე გადაცემაც აქვს. მეცში იჯარით დაბრუნების შემდეგ მან 11 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა.
"მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილზეა და უმაღლეს ჩემპიონატში დარჩენისთვის პლეი ოფში იბრძოლებს. სეზონის ბოლო შეხვედრას ქართველის გუნდი "პსჟ"-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19 მაისს გაიმართება.