Belive

რეკორდი, რომელიც არასოდეს გაუმჯობესდება! (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თუ პრემიერლიგის მოყვარულებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" 90-იანი წლების ფეხბურთელების ჩამოთვლას სთხოვთ, ისინი ბექჰემს, სქოულზს, გიგზს, ნევილებს და ნიკი ბატს ჩამოთვლიან, ნიკ კულკინი კი არავის გაახსენდება, მიზეზი მარტივია, იგი არასოდეს იყო "წითელი ეშმაკების" ძირითადის ფეხბურთელი, თუმცა მას ისეთი რეკორდი აქვს დამყარებული, რომელიც აღარასდროს გაუმჯობესდება. 1995 წელს, ნიკ კულკინი 17 წლის იყო, როდესაც "იორკ სიტის" შემადგენლობაში გამოდიოდა, ერთ დღესაც კი მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაურეკეს და 100 000 ფუნტის სანაცვლოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადააბარგეს. კულკინმა პირველი ორი წელი კლუბის რეზერვში გაატარა და ძირითად შემადგენლობაში თამაშზე წლების განმავლობაში ოცნებობდა. მისი ოცნება 1999 წელს ახდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჰაიბერიზე" "არსენალის" წინააღმდეგ თამაშობდა, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, როი კინისა და პატრიკ ვიეირას ჩხუბის შემდეგ კი უხეში თამაში გაჩაღდა, მე-100 წუთზე (მსაჯმა მატჩს 10 წუთი დაამატა) კი "წითელი ეშაკების" მეკარეს ვან დერ გოუს მეტოქის ფეხი თავში მოხვდა, რის გამოც მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ამ დროს ფერგიუსონმა სათადარიგო სკამიდან ნიკ კულკინს უხმო, რომელიც უმალ წამოდგა და მოედანზე შევიდა... მან ბურთი თამაშში კარიდან დარტყმით შეიყვანა, რა დროსაც მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა, ამრიგად ნიკ კულკინი გახდა პირველი და უკანასკნელი ადამიანი რომელმაც პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი წამი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ კულკინი ამ დღის შემდეგ კიდევ 14 წლის განმავლობაში თამაშობდა დიდ ფეხბურთს, 2014 წელს კი "იუნაიტედ ოფ მანჩესტერში" გადაბარგდა, რომელიც ნამდვილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებისგან შემდგარი კლუბია, რომლებმაც აღნიშნული გუნდი პროტესტის ნიშნად მაშინ დააარსეს, როდესაც მათი საყვარელი "მანჩესტერი" გლეიზერებმა (ახლანდელი მფლობელები) შეიძინეს, კულკინმა ამ კლუბშიც მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები