Belive

რეგრაგი: ,,მბაპე ახალი პელეა, მინდა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გახდეს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,თანაბარი მატჩი გველის. არგენტინამ ნდობა მოიპოვა, ჰყავს მესი, რომელიც საუკეთესოა. საფრანგეთი თავს კარგად იცავს და თანახმაა, უბურთოდ ითამაშოს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა.

საფრანგეთს ისტორიული დუბლის შანსი აქვს. თუ გადავხედავთ, რას მიაღწიეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, დავრწმუნდებით, რომ მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ამით მეც ვამაყობ, რადგან საფრანგეთში დავიბადე და ფრანგული სკოლა მაქვს გავლილი.

მბაპე ახალი პელეა და ვისურვებდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. იმედია, მასზე დიდი ზეწოლა არ იქნება,'' - რეგრაგის სიტყვებს El Diario ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები