Belive

რეალის ბოდიში ჩინეთს | "ვწუხვართ მბაპეს სიტყვებით გამო"

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალი მბაპეს კომენტარების გამო ჩინეთს ბოდიშს უხდის - 'სამეფო კლუბმა' განცხადება სოციალურ ქსელებში და ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.

საქმე იმას უკავშირდება, რომ რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა კილიან მბაპეს დაუსვა შეკითხვა, თუ რომელ მიმებზე ხუმრობს და ხალისობს ყველაზე მეტად, რაზეც კილიანის პასუხი იყო, რომ ყველაზე მეტად მისი მიმებიდან მოსწონს დიქტატორის სხეულზე დადებული მბაპეს თავი, რაზეც კილიანი და მისი მეგობრები ხშირად ხალისობდნენ.

"მადრიდის რეალს სურს ბოდიში მოუხადოს ჩინელ ხალხს იმ უსიამოვნების გამო, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ჩვენი მოთამაშის, კილიან მბაპეს მიერ გაკეთებული განცხადებებით.

ჩვენი კლუბი ღრმა პატივისცემას გამოხატავს ჩინეთის, მისი ისტორიის, კულტურისა და მოქალაქეების, ასევე იმ მილიონობით ჩინელი გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც სიყვარულსა და აღფრთოვანებას გრძნობენ რეალის მიმართ.

კლუბი უერთდება კილიან მბაპეს მიერ საჯაროდ მოხდილ ბოდიშს, რომელშიც თავად მოთამაშემ მწუხარება გამოთქვა თავისი სიტყვების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა ჩინელი ხალხის მიმართ.


მადრიდის რეალი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას პატივისცემის, თანაცხოვრებისა და კულტურათაშორისი ურთიერთგაგების ღირებულებებისადმი და გამოთქვამს სურვილს, გააგრძელოს იმ მეგობრული და თბილი ურთიერთობების განმტკიცება, რაც მას ჩინეთსა და მის მოქალაქეებთან აკავშირებს." - ვკითხულობთ სამეფო კლუბის განცხადებაში

საუბარი არის ზემოთ მყოფ მიმზე, რომელიც ჩინელმა ხალხმა და ჩინეთის პირველმა პირებმა ძალიან ცუდად მიიღეს და მათ საჯარო განცხადებები გააკეთეს, რომ მბაპეს ბოდიში მოეხადა.

სხვა სტატიები