Belive

რეალის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუნდიდან ხაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა იქნება. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

42 წლის ესპანელმა სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს რეალის აკადემიაში დაიწყო, 2025 წლიდან კი რეალ კასტილიას წვრთნიდა.

არბელოას საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ სამეფო კლუბში აქვს გატარებული და მადრიდულ გრანდთან ერთად 8 ტიტულის მოგება შეძლო.

  • ალონსომ რეალი 2025 წლის ზაფხულში, ლევერკუზენში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ჩაიბარა.

  • ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა სულ 34 შეხვედრა ჩაატარა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები