Belive

რაზე ისაუბრეს რონალდუმ და ბრუნომ - ჟოაო მარიოს თქმით, ფეხბურთელები ერთმანეთს გაეხუმრნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიი ნაკრების ნახევარმცველმა, ჟოაო მარიუმ, განმარტა თუ რაზე ისაუბრეს კრიშტიანუ რონალდუმ და ბრუნო ფერნანდეშმა ეროვნულ გუნდში შეხვედრისას. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კრიშტიანუ და ბრუნო ერთმანეთს ,,ცივად მიესალმნენ'':

,,იმ მომენტში გასახდელში ვიყავი. სურათები ვნახე და ეს საკმაოდ სასაცილოა, რადგან მისი ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი, თუმცა, სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ხუმრობდნენ.

ბრუნო ერთ-ერთი უკანასკნელი იყო მათ შორის, ვინც ნაკრებში ჩამოვიდა, რონალდუმ კი ჰკითხა, ნავით ხომ არ მოდიოდა... ვფიქრობ, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ, რადგან ერთად თამაშობენ. მთელი დღე ვუყურებდი და არანაირი პრობლემა არ არსებობს.

რონალდუ ნაკრებში ყოფნით ყოველთვის ბედნიერია, ის თავს კარგად გრძნობს და აქ ყოფნა სიამოვნებს. კრიშტიანუ მთლიანად ეროვნულ ნაკრებზეა კონცენტრირებული და, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დაგვეხმარება,'' - განაცხადა მარიომ.

კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” უღალატა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, პატივს არ სცემს. პორტუგალიელის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, გუნდი არ განვითარებულა.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში განის, ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ფერნანდუ სანტუშის გუნდი პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, განას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები