Belive

რაულმა და რეალმა უეფას ახალგაზრდული ლიგა მოიგეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაულ გონსალეს ბლანკომ მწვრთნელის რანგში მეორე ტიტული მოიგო. მადრიდის "რეალის" და ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ "სამეფო კლუბის" 19-წლამდე გუნდთან ერთად, უეფას ახალგაზრდული ლიგის გამარჯვება იზეიმა. "ბლანკოსებმა" შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული ტურნირის ფინალში ლისაბონოის "ბენფიკა" 3:2 დაამარცხეს. 43 წლის სპეციალისტი "თეთრების" აკადემიაში 2018 წლის აგვისტოდან მუშაობს, კასტილიას კი 1 სეზონია ხელმძღვანელობს.

სხვა სტატიები