"ვულვზის" ფეხბურთელი რაულ ხიმენესი "არსენალის" წინააღმდეგ მატჩის პირველ ტაიმში მძიმედ დაშავდა.
დავიდ ლუიზთან შეჯახების შემდეგ მექსიკელმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, 29 წლის თავდამსხმელმა თავის ქალას მოტეხილობა მიიღო. ხიმენესს გუშინ ღამით ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა - "ვულვზის" საუკეთესო ბომბარდირი თავს ახლა კარგად გრძნობს.