Belive

რატომ ვერ გადავიდა მატეტა მილანში?

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგი თავდამსხმელის, ფილიპ მატეტას კრისტალ პალასიდან მილანში ტრანსფერი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ჩაიშალა. 28 წლის ფეხბურთელს ძალიან სურდა მილანში თამაში და "როსონერიც" 30 მილიონს იხდიდა მასში, თუმცა სამედიცინო შემოწმების დროს პრობლემები გამოიკვეთა და მატეტა პალასის ფეხბურთელად რჩება.

BBC Sport-ის ცნობით, პალასმა გაამხილა ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მატეტას ბოლო წლებში მოუწია (მარჯვენა მუხლთან დაკავშირებით). თავდამსხმელმა, 2019 წელს, მაინცში თამაშის დროს, მენისკი დაიზიანა და იმავე წელს ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ექვსი თვით ვერ თამაშობდა.

მილანმა გადაწყვიტა, რომ მატეტას კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაეკეთებინა პრობლემის სრულად გადასაჭრელად, რაც კიდევ 6-თვიან უთამაშებლობას გამოიწვევდა, ამიტომ კლუბმა ასეთი მოთამაშე არ დაიმატა.

ეს ამბავი მატეტასთვის სერიოზული დარტყმაა. გასულ სეზონში, პალასში მისმა შესანიშნავმა თამაშმა მას საფრანგეთის ნაკრებში პირველი "გამოძახება" მოუტანა და თავი მშვენივრად გაართვა (სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა).

ახლა მატეტამ ან ოპერაცია უნდა გაიკეთოს და დაელოდოს, რომ მილანი ზაფხულში წაიყვანს (რაც მის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას თითქმის გამორიცხავს), ან თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის იმედად გააგრძელოს.

სხვა სტატიები