ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უპასუხა კითხვას, შეუთავაზებიათ თუ არა მისთვის სამუშაო მანჩესტერის რომელიმე კლუბში.
"სიტის" - არასოდეს, "იუნაიტედს" - დიახ. თუმცა, ზუსტ დროს თუ როდის მოხდა ეს, არ დავასხელებ. უარი ვუთხარი, რადგან "არსენალში" ვმუშაობდი. "არსენალთან" სიყვარულის ისტორია გვქონდა. ჩემი ცხოვრება წითელი და თეთრი ფერებია. როდესაც კლუბში პირველად ჩამოვედი, განსაკუთრებული ხიბლი ვიგრძენი. ეს იყო ტრადიციებისადმი პატივისცემის, ხალხის პატივისცემის ნაზავი და ასევე ის ფაქტი, რომ კლუბს არ ეშინოდა ზოგჯერ კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრისა", - თქვა 70 წლის სპეციალისტმა.
2019 წლის ნოემბერში, ფრანგი ფიფას მსოფლიო ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ის "მეთოფეებს" 1996 წლიდან 2018 წლამდე თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით, ლონდონელებმა 17 ტიტული მოიგეს.