Belive

რატომ დანიშნა მანსანომ ვალენსიას კარში პენალტი? - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩანაწერს ავრცელებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 36-ე ტურში ალავესმა ვალენსიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის 75-ე წუთზე შეხვედრის მსაჯმა, ხესუს ხილ მანსანომ ,,ღამურების'' მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ძალიან საკამათო ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და მის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

მომენტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მანსანოსა და VAR-ის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა:

VAR - კარგი, ხესუს, გირჩევ გამეორება ნახო, რათა შეაფასო, შეიძლება თუ არა პენალტის გაუქმება...

მანსანო - შესანიშნავია... მინდა ვნახო, ვინ ვის ეხება პირველად და ვინ თამაშობს ბურთზე.

VAR - დაელოდე, სანამ გამოჩნდება.

მანსანო - მინდა, ვნახო, ეხება თუ არა მეკარე ბურთს, კარგი?

VAR - ესეც მიახლოებული კადრი.

მანსანო - კარგი, მეკარე ბურთს არ ეხება და მეტოქეს ძირს აგდებს. ჩემს გადაწყვეტილებაზე ვრჩები - პენალტია.

წაგების მიუხედავად, ლა ლიგის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ მამარდა დასახელდა.

36 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა და ევროტურნირების ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 18 მაისს ,,ბილბაოსთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები