Belive

რატომ აცვია გერმანიას თეთრი მაისური, მაშინ როდესაც მის დროშაზე სხვა ფერებია?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გერმანიის ფედერაციის დროშა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივად აღქმადია: მასზე დატანილ შავ, წითელ და ოქროსფერ ფერებს იმდენადვე ვართ შეჩვეულნი, რამდენადაც "ბუნდესნაკრების" თეთრ სათამაშო მაისურს, რომელზეც, სხვადასხვა ფორმის შავი ალემენტებია დატანილი. თუმცა არც კი დავფიქრებულვართ: რატომ აცვიათ გერმანელებს თეთრი ფორმა?

ინგლისის, ბელგიის, ნიდერლანდების, აშშ-ის, კამერუნისა და სხვა ნაკრებებისგან განსხვავებით, დიდი ხნის წინ, გერმანელებმა მთავარ სათამაშო ფერად დროშასთან არაასოცირებადი ფერი აირჩიეს, რისი მიზეზიც ისტორიულ ფესვებში მოიძებნება.

აქ საქმეში შემოდის პრუსია - სახელმწიფო, რომელმაც არსებობა 1947 წელს შეწყვიტა და რომლის არსებობამაც გერმანიის დღევანდელი სახით ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა.

საფრანგეთის იმპერიის იზოლირების შედეგად, საფრანგეთ-პრუსიის ომი (1870-1871) ამ უკანასკნელის გამარჯვებით დაასრულა და 1871 წლის 18 იანვარს, ვერსალში, გერმანული იმპერია შეიქმნა, რომლის რაიხსკანცლერად ოტო-ფონ ბისმარკი დაინიშნა.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, გაერთიანებული გერმანია კვლავ პრუსიის ხელმძღვანელობის ქვეშ იმართებოდა - ამავე პერიოდს ემთხვევა გერმანიის საფეხბურთო გუნდის ოფიციალურად ჩამოყალიბების ამბავი (1899).

Flag_of_the_Kingdom_of_Prussia_1701-1750.svg_

პრუსიის გავლენით, გერმანელებმა სათამაშო ფორმის მთავარ ფერად თეთრი აირჩიეს და მასზე უარი პრუსიის სახელმწიფო ლიკვიდაციის შემდეგაც (1947) არ უთქვამთ. 1912 წლის ოლიმპიადაზე, როდესაც გერმანიამ რუსეთი ანგარიშით 16:0 დაამარცხა და ამით საკუთარი რეკორდი დაამყარა, გუნდი სრულიად თეთრ ფორმაში იყო გამოწყობილი. ისიც აღსანიშნავია, რომ მესამე რაიხის შექმნისას, იმავე ფერებს დაეყრდნო (ჰანზის კავშირის წითელ და თეთრ ფერებთან ერთად) დიქტატორი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის მმართველი, ადოლფ ჰიტლერი.

vZ69Lqzb4Y6uqBr

სხვა სტატიები