Belive

რატომ აღნიშნა გაბრიელმა გოლი ვიქტორ დიოკერეშის სტილში?

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე სათამაშო ტური "არსენალისთვის" დიდებული აღმოჩნდა. მიკელ არტეტას გუნდმა, "სპორტინგი" სტუმრად 1:5 გაანადგურა, ეს პორტუგალიელების პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა დატოვა.

საინტერესო რამ მოხდა არსენალის მესამე გოლის დროს. პირველი ტაიმის მიწურულს თავური დარტყმით გაბრიელ მაგალაესმა გაიტანა, გოლი კი ისე აღნიშნა, როგორც ამას სპორტინგის მთავარი გამტანი, ვიქტორ დიოკერეში აკეთებს. თავდაპირველად გაუგებარი იყო რატომ 'მიბაძა' გაბრიელმა მოწინააღმდეგის თავდამსხმელს, თუმცა არსენალის ქომაგებმა გაიხსენეს შემთხვევა, რისი გამოძახილიც ეს მომენტი უნდა ყოფილიყო.

2023 წელს არსენალი და სპორტინგი ერთმანეთს ევროპა ლიგის მატჩში შეხვდნენ. მერვედფინალის პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, 'ემირეიტზე' კი გრანიტ ჯაკამ მეთოფეები წინ გაიყვანა და საკუთარი 'ცნობილი' ზეიმი მოაწყო.

ჯაკას აღნიშვნა სპორტინგთან

მეორე ტაიმში პედრო გონსალვეშმა ანგარიში გაათანაბრა და გადაწყვიტა შვეიცარიელი ნახევარმცველის გაშარჟების მიზნით, მისივე აღნიშვნა გამოეყენებინა. სპორტინგმა ის თამაში პენალტების სერიაში მოიგო და არსენალი ევროპა ლიგიდან გააგდო.

როგორც ჩანს, გაბრიელს კარგად ახსოვს წყენა სპორტინგისგან და ეს ყველაფერი "შურისძიებას" ჰგავს. თავად დიოკერეშმა მომხდარ ფაქტზე მხოლოდ იხუმრა და განაცხადა, რომ გაბრიელს შეუძლია სხვისი 'ზეიმი' მოიპაროს, თუ მას საკუთარის მოფიქრება არ შეუძლია.

5 ტურის შემდეგ, არსენალი და სპორტინგი, 10-10 ქულით ცხრილში მეზობლები არიან და მე-7/მე-8 ადგილებს ინაწილებენ, თუმცა დღეს ჩასატარებელი შეხვედრებით, ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს.