Belive

რას სთავაზობს ბაიერნი სანეს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" შეჩერებული სეზონის მიუხედავად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე ემზადება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეკორდმაისტერის" და ლეროი სანეს წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, ახლა კი მოლაპარაკების დეტალებიც ცნობილი გახდა. ბავარიული კლუბის მესვეურებმა "მანჩესტერ სიტის" ფლანგის შემტევს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ინფორმაციას Sport Bild-ი ავრცელებს თუმცა წერს იმასაც, რომ 24 წლის ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩის შეთავაზებით აღფრთოვანებული არ არის და "ქალაქლებეთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც ფიქრობს. ამჟამინდელი კონტრქტით, სანე ინგლისის მოქმედ ჩემპიონს 2021 წლის ივნისამდე ეკუთვნის. ამ სეზონში სანეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

სხვა სტატიები