Belive

რაფაელ ლეაუ ლუკა ლოჩოშვილის გმირულ საქციელს გამოეხმაურა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანის" გარემარბი, რაფაელ ლეაუ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მიერ ფიფას "სამართლიანი თამაშის" ჯილდოს მოგებას გამოეხმაურა.

24 წლის მცველმა 1 წლის წინ, მაშინ როცა ავსტრიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ვოლფსბერგერში" თამაშობდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა, როცა მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ აღიარება მიიღო.

23 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ქართველი ფეხბურთელის გმირული საქციელის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა.

ქართველ ცენტრალურ მცველს მიმდინარე სეზონში, "კრემონეზეს" მაისურით იტალიის სერია A-ში 15 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები