Belive

რანიერი ფულემიდან გაათავისუფლეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პრემიერლიგის" კლუბის, "ფულემის" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბმა თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. კლუბის ხელმძღვანელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდი "საუთჰემპტონთან" გასვლით შეხვედრაში 2:0 დამარცხდა. "ფულემმა" სეზონი ცუდად დაიწყო და თავიდანვე აუტსაიდერთა შორის მოხვდა. 2018 წლის ნოემბერში გუნდმა სლავიშა იოკანოვიჩი დაითხოვა და მის ნაცვლად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერი დაინიშნა. იტალიელის თავკაცობით, ლონდონელებმა 17 მატჩი გამართეს და მხოლოდ 3 მოიგეს. შედეგად, გუნდს მხოლოდ 17 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა. დიდი ალბათობით შემდგომ სეზონს გუნდი "ჩემპიონშიპში" დაიწყებს. მიმდინარე სეზონში "ფულემმა" 28 მატჩი გამართა. მოიგო 4, წააგო 19, ხოლო ფრედ 5 დაასრულა. გაუშვა 63 ბურთი, ხოლო გაიტანა 26. კლაუდიო რანიერი "პრემიერლიგის" ჩემპიონი 2015-16 წლების სეზონში "ლესტერთან" ერთად გახდა და ეს საუკუნის სენსაციად შერაცხეს. იტალიელმა სენსაცია ვეღარ მოახდინა და "ფულემი" ვერ გადაარჩინა. "ფულემის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, სკოტ პარკერი დაიკავებს.

სხვა სტატიები