Belive

რამდენი ოფიციალური მატჩი მოიგო ირლანდიამ ბოლო 2 წელში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 მატჩს დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" ორი დღის წინ "დინამო არენაზე" შვეიცარიასთან 0:2 წააგეს და შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყეს. რაც შეეხება ირლანდიას, მიკ მაკკმარტის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად გიბრალტარი მინიმალური ანგარიშით - 0:1 დაამარცხა. რაც შეეხება ირლანდიელთა ბოლო 2 წელს, ბრიტანელებმა 2017 წლიდან დღემდე მხოლოდ 3 თამაში მოიგეს. 6 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სახლში მოლდოვა 2:0 დაამარცხეს, 3 დღეში კი გასვლაზე უელსს მოუგეს - 0:1. რაც შეეხება მე-3 გამარჯვებას, ირლანდიელებმა 23 მარტს ზემოთ ხსენებულ გიბრალტარს აჯობეს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 2 წელში 5 ოფიციალური თამაში მოიგო.

სხვა სტატიები