Belive

რაჯა ნაინგოლანი: "პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი სულელია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ყოფილმა მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა და ოქროს თაობის ნიჭის ფლანგვაში დაადანაშაულა.

ბელგიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, რაჯა ნაინგოლანმა, მარტინესს საშინელი მწვრთნელი უწოდა და მისი მეთოდები სისულელეებად მოიხსენია. მარტინესი ბელგიას 2016/2022 წლებში წვრთნიდა, მან თანამდებობა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპიდან ბელგიის გამოვარდნის შემდეგ დატოვა.

ნაინგოლანს, რომელიც ამჟამად ბელგიურ კლუბ ლოკერენში თამაშობს, მარტინესის მიმართ თავისი ანტიპათია არასდროს დაუმალავს. მან ესპანელი მწვრთნელი სანაკრებო კარიერის უმიზეზოდ დასრულებაში დაადანაშაულა.

მე არ მქონია ის გავლენა, რაც შემეძლო მქონოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. მარკ ვილმოტსმა ევრო 2016-ზე სასტარტო შემადგენლობაში არ შემიყვანა, მაგრამ იქ თავი მაინც დავიმკვიდრე. შემდეგ მარტინესი მოვიდა და ახსნა-განმარტების გარეშე გამიშვა. მისი მიზეზები სისულელე იყო. ჩემი აზრით, ის ფეხბურთის ექსპერტი არ არის და ძალიან ცუდი მწვრთნელია.

ბელგიას ერთხელ მაინც კარგი მენეჯერი რომ ჰყოლოდა, თასების მოგება შეგვეძლო.

ყველა, ვინც ამბობს, რომ მარტინესი კარგი მწვრთნელია, ფეხბურთის არ ესმის. კარგი მწვრთნელი გუნდს იდეას აძლევს. მასთან ასეთი რამ არასდროს გვქონია. როდესაც საქმე რთულდებოდა, ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ბურთი აზარს ან დე ბრუინეს უნდა ჰქონოდა და იმედი ჰქონოდა, რომ ისინი მოაგვარებდნენ სიტუაციას. ეს იყო გეგმა. - განაცხადა რაჯა ნაინგოლანმა

2022 წელს, ბელგიის დატოვების შემდეგ, მარტინესი პორტუგალიაში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, პორტუგალიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა, მოიგო ერთა ლიგაც - მაგრამ კითხვები რჩება იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მას ვარსკვლავებისგან შემდგარი გუნდის მუნდიალის ფავორიტად ქცევა.

სხვა სტატიები