რაფინიას დუბლის მიუხედავად, ფლიკი ახალ 9-იანს მაინც ითხოვს
ფლიკის „ბარსელონამ“ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაცვა „ელჩეს“ წინააღმდეგ გამანადგურებელი, 5:0 გამარჯვებით დაიწყო. მიუხედავად გოლების წვიმისა, კატალონიაში ყველაზე დიდ საკითხად კვლავ ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნა რჩება. გერმანელმა სპეციალისტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კლუბის მიერ ცენტრფორვარდის ძებნა ჯერ არ დასრულებულა.
„მარტინეს ვალეროზე“ ნომინალური ფორვარდის არყოფნის გათვალისიწნებით 9 ნომრის პოზიციაზე რაფინიამ ითამაშა. ბრაზილიელმა ვინგერმა არა მხოლოდ შეავსო ეს პოზიცია, არამედ ბრწყინვალედ ითამაშა და დუბლი შეასრულა. მასთან ერთად ფერმინ ლოპესმაც ორი გოლი გაიტანა, ხოლო ახალწვეულმა კარიმ ადეიემიმაც მოახერხა მეტოქის კარის აღება.
ფლიკისთვის მინდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა, მან კიდევ ერთხელ შეახსენა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ შეტევის გაძლიერება კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანელმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება.
„ბედნიერები ვართ ამ ფანტასტიკური დასაწყისით, ეს თავდაჯერებას გვმატებს, ფორვარდის პოზიციასთან დაკავშირებით დეკოსთან საუბარი მოგვიწევს, შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება“ - ჰანს ფლიკი
ახლა ყველაფერი დეკოს ხელშია - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი ბაზარზე ისეთი საიმედო 9 ნომრის პოვნას ცდილობს, რომელიც კლუბის შეზღუდულ ფინანსურ შესაძლებლობებსაც მოერგება. შეგახსენებთ, რომ ვარიანტებად ხულიან ალვარესი და გიორგი მიქაუტაძე განიხილებიან.
🚨 Hansi Flick on new striker for Barça: “I will speak to Deco and we will see”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 24, 2026
“Let’s see what happens this week”. pic.twitter.com/LTOmKJByKe