რაფა ნადალი: "იამალი საოცარია, თუმცა მან სწორ და ჭკვიან ადამიანებს უნდა მოუსმინოს"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, 22 სლემისა და 92 ტიტულის მფლობელმა - რაფა ნადალმა, ბარსელონას 18 წლის სუპერვარსკვლავზე, ლამინე იამალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საოცარი ფეხბურთელია, თუმცა მენტალურად და ფსიქოლოგიურად მასზე სწორმა ადამიანებმა უნდა იმუშავონ, რადგან მისი ნიჭი არ ჩაქვრეს.
"რა შეიძლება მასზე ვთქვა, უბრალოდ საოცარი ფეხბურთელია და პირადად მე არასდროს მინახავს ვინმეს ასეთ მაღალ დონეზე ეთამაშა მის ასაკში, თუმცა აქ ერთი დიდი პრობლემაა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მის გარემოცვასა და კლუბს შორის დიდი აცდენაა.
მგონია, რომ ლამინ იამალს მხოლოდ ის ადამიანები უნდა ჰყავდეს ირგვლივ, ვინც მას ნამდვილად დაეხმარება. იამალი საკმარისად ჭკვიანი უნდა იყოს, რომ მოუსმინოს იმას, რისი მოსმენაც ზოგჯერ ჩვენ არ გვინდა“. - რაფა ნადალი
შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალი რეალის დიდი გულშემატკივარი და კლუბის საპატიო წევრია. მას არაერთი ინტერვიუს დროს განუცხადებია, რომ მომავალში კლუბის პრეზიდენტობაზე ფიქრობს.