Belive

რადნიჩკის ფეხბურთელების რეაქცია, როცა მწვრთნელის გარდაცვალების შესახებ გაიგეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრა მლადოსტსა და რადნიჩკის შორის ტრაგიკული შემთხვევის გამო შეწყდა.

რადნიჩკის 44 წლის მთავარი მწვრთნელი, მლადენ ჟიჟოვიჩი მატჩის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.

ბოსნიელმა სპეციალისტმა გულის შეტევა შეხვედრის 22-ე წუთზე მიიღო, თამაში დროებით შეჩერდა, თუმცა მალევე გაგრძელდა, საბოლოოდ კი პირველი ტაიმის მიწურულს ფეხბურთელებმა მწვრთნელის გარდაცვალების შესახებ პირდაპირ მოედანზე შეიტყვეს:

მლადენ ჟიჟოვიჩი ყოფილი ფეხბურთელი იყო, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა. ამპლუით ნახევარმცველს ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჟიჟოვიჩი რამდენიმე ბოსნიურ კლუბს, ალ-ხოლუდსა (საუდის არაბეთი) და შკუპის (ჩრდ. მაკედონია) წვრთნიდა, რადნიჩკის მთავარ მწვრთნელად კი 23 ოქტომბერს დაინიშნა.