Belive

"რა თქმა უნდა მიხარია, რომ გოლი გავიტანე" - ზურიკო დავითაშვილი

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში სენტ-ეტიენმა ლავალი 2:1 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა მე-3 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კვლავ შეიტანა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

რა თქმა უნდა მიხარია, რომ გოლი გავიტანე. ამისთვის ბევრს ვშრომობ, ასევე ბევრს ვმუშაობ პენალტების დარტყმის პრაქტიკაში. გუნდის წარმატებაში წვლილი ყოველთვის უნდა შევიტანო, იქნება ეს გოლი, ასისტი თუ დაცვის დახმარება. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თამაშში მეტი თავისუფლება მაქვს, კიდევ უფრო ბედნიერი ვარ ხოლმე, როდესაც გუნდი მატჩებს იგებს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი ჩვენთვის რთული იყო, ჩვენი მისია შევასრულეთ და 3 ქულის მოპოვება შევძელით, რაც მეორე ტაიმში მოხდა ამაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ შემდეგი მატჩისთვის გამოვასწოროთ. ჩვენი ძლიერი მხარეების მიმართ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით სვლა გავაგრძელოთ. თუ მატჩებს მოვიგებთ ყველაფერი კარგად იქნება.

მატჩამდე მწვრთნელთან ერთად ბურთის ფლობისა და მის სწრაფად დაბრუნებაზე ვისაუბრეთ, პირველ ტაიმში ამის გაკეთება შევძელით, მაგრამ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. არ ვიცი როგორ ავხსნა, ეს ერთად უნდა განვიხილოთ, რადგან აშკარაა, რომ ჩვენი ტემპი მნიშვნელოვნად დაეცა. საუკეთესო მომენტების შენარჩუნეა 60 ან 70 წუთის განმავლობაში უნდა შევძლოთ. - ზურიკო დავითაშვილი

საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში სენტ-ეტიენი 43 ქულით მე-2 პოზიციაზეა (13 მოგება, 6 ფრე, 5 მარცხი) და ლიდერ ტრუას 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 28 თებერვალს, პოს წინააღმდეგ გამართავს.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა, მას მხოლოდ 1 გოლით უსწრებს ტაუფიკ ბენტაიბი. კიდევ ერთი გოლი ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთის თასზე უფიქსირდება.

სხვა სტატიები