Belive

რა შეფასება დაიმსახურა ლუკა ლოჩოშვილმა რომასთან შეხვედრაში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ,,რომამ'' ,,კრემონეზეს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩში, სტუმართა შემადგენლობაში, ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. 24 წლის ფეხბურთელმა 85 წუთი ითამაშა და Sofascore.com-ისგან 7.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. ვებგვერდმა ,,კრემონეზეს'' შემადგენლობაში ლოჩოშვილზე მაღალი შეფასება მხოლოდ მეკარეს, ანდრეი რადუს დაუწერა. ლუკამ მეტოქეს ბურთი 6-ჯერ აართვა, 11-დან 8 დუელი მოიგო და 38-დან 32 სწორი გადაცემა გააკეთა (84%). 2 ტურის შემდეგ, ,,კრემონეზე'' უქულოდაა. მასიმილიანო ალვინის გუნდი მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს, ,,ტორინოსთან'' შინ გამართავს.


სხვა სტატიები