Belive

რა შეფასება დაიმსახურეს ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა ანტვერპენთან მატჩში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში დონეცკის ,,შახტარმა'' ,,ანტვერპენს'' 1:0 მოუგო.

უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, რომლებმაც მატჩი სრულად ჩაატარეს.

ირაკლი აზაროვის თამაში Whoscored-მა 7,7 ქულით შეაფასა, გოჩოლეიშვილს კი ამავე ვებგვერდმა 6,7-ქულიანი შეფასება დაუწერა.

  • აზაროვმა, რომელიც ბურთს სულ 64-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 5-დან 3 დუელი მოიგო და 36-დან 30 სწორი გადაცემა (83%) გააკეთა.

  • გოჩოლეიშვილი ბურთს 53-ჯერ შეეხო, 17-დან 6 დუელი მოიგო და 24-დან 17 სწორი პასი (71%) გააკეთა.

Sofascore-მა აზაროვს ასევე 7,7 ქულა დაუწერა, გოჩოლეიშვილის კი - 6,6.

5 ტურის შემდეგ, ,,შახტარს'' 9 ქულა აქვს და ჯგუფის მესამე პოზიციაზეა. ქართველი ფეხბურთელების გუნდი ლიგის მომავალ მატჩს 14 დეკემბერს, ,,პორტუსთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები