Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ქოჩორაშვილმა ეიბართან მატჩში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრა ,,ეიბარსა'' და ,,ლევანტეს'' შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც დღევანდელ მატჩში საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 75 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 7.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ქოჩორაშვილმა, რომელიც ბურთს სულ 41-ჯერ შეეხო, 27-დან 26 (96%) ზუსტი პასი გააკეთა და 14-დან 4 დუელი მოიგო.

7.2 ქულით შეაფასა Flashscore-მა გიორგის თამაში.

,,ლევანტე'' ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურის შეხვედრას შაბათს, 8 სექტემბერს, ,,კარტახენას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები