Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ბრაიტონთან მატჩში?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ,,აიაქსმა'' ,,ბრაიტონს'' უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩში 78-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც Sofascore-სგან 6.5-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 13-ჯერ შეეხო, 10-დან 9 ზუსტი გადაცემა გააკეთა (90%) და 2-დან 1 დუელი მოიგო.

მოედანზე შესვლიდან მალევე ჟორჟმა თანაგუნდელს საგოლე მომენტიც შეუქმნა, თუმცა ,,აიაქსმა'' მომენტით ვერ ისარგებლა.

6.1 ქულით შეაფასა მიქაუტაძის თამაში Whoscored-მა.

4 ტურის შემდეგ, ამსტერდამელებს 2 ქულა აქვთ და ჯგუფის ბოლო, მე-4 პოზიციაზე არიან. მიქაუტაძის გუნდი მომავალ მატჩს 12 ნოემბერს, ერედივიზიონში, ,,ალმერეს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები