Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ალკმაართან შეხვედრაში

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-8 ტურში ,,აიაქსმა'' ,,ალკმაარს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩში 41-ე წუთზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც Sofascore-სგან 6.4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბურთს სულ 22-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 10-დან 5 სწორი გადაცემა გააკეთა (50%) და 6-დან 2 დუელი მოიგო.

Whoscored-მა მიქაუტაძის თამაში 6 ქულით შეაფასა.

8 ტურის შემდეგ ,,აიაქსს'' 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. ამსტერდამელები მომავალ მატჩს 22 ოქტომბერს, ,,უტრეხტის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები