რა შეფასება დაიმსახურა გიორგი გველესიანმა ფახთაქორთან მატჩში?
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ,,პერსეპოლისსა'' ,,ფახთაქორს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ირანული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი გველესიანმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ქართველმა მცველმა, რომელიც ბურთს სულ 74-ჯერ შეეხო, 63-დან 57 ზუსტი გადაცემა (90%) გააკეთა და 7-დან 4 დუელი მოიგო.
7.1 ქულით შეაფასა 33 წლის ფეხბურთელის თამაში Flashscore-მა.
გველესიანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 21 ოქტომბერს, ,,ალ სადის'' წინააღმდეგ გამართავს.
🔴 پایان بازی و تساوی در نخستین بازی خانگی pic.twitter.com/i2l0rWOiSy
— Persepolis (@PersepolisFC) September 30, 2024