რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ ქუინს პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ?
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-18 ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ქუინს პარკ რეინჯერსი" მიიღო და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ტომ კლევერლის გუნდს საკუთარ მოედანზე წაგება არ აქვს, დღევანდელი შედეგი უარყოფითია, რადგან უტფორდი პრემიერლიგაში აღზევების მიზანს შორდება, ქუინს პარკი კი გასავარდნ ზონაშია და თითოეული ქულა მათთვის გადამწყვეტია.
გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ კარში სამჯერ დაარტყა და მეკარემ შეძლო ამ ბურთების მოგერიება. ქართველი პასებს 85%-იანი სიზუსტით აკეთებდა (28/33). სტატისტიკისა და შეფასების ვებ-გვერდებმა sofascore და whoscored გიორგის შესაბბამისად 7.5 და 7.1 ქულა დაუწერა.
ამ დროისთვის, უტფორდი ცხრილის მეექვსე პოზიციაზე (საპლეიოფო ზონა) იმყოფება 30 ქულით, ცხრილის ლიდერს "შეფილდს" კი 38 ქულა აქვს.