Belive

რა სასჯელი ელის ნეიმარს?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გახდა, თუ რა სასჯელი ემუქრება "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელ ნეიმარს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურის მატჩის ბოლოს "მარსელის" ფეხბურთელ ალვარო როდრიგესთან მომხდარი ინციდენტის გამო. RMC Sport- ის თანახმად, 28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს შესაძლოა ოთხიდან შვიდ მატჩამდე დისკვალიფიკაცია მიესაჯოს. ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ, ესპანელი მცველის მიერ მეტოქის ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფა გახდა, რის მერეც ორივე გუნდის ჯამში ხუთმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო.  

სხვა სტატიები