Belive

რა ნომრით ითამაშებს კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პორტუგალიელმა კარიერის უდიდესი ნაწილი 7-ნომრიანი მაისურით ჩაატარა, თუმცა ახლა ახალ გუნდში ამ ნომრით ედინსონ კავანი თამაშობს. პრემიერლიგის წესდების მიხედვით, ფეხბურთელს არჩეული ნომერი მთელი სეზონის განმავლობაში უნარჩუნდება, შესაბამისად, იმისათვის, რომ კრიშტიანუმ ,,შვიდიანი'' მიიღოს, ურუგვაელმა გუნდი უნდა დატოვოს, რაც ნაკლებსავარაუდოა. მეორე ვარიანტი პრემიერლიგის მხრიდან გამონაკლისის დაშვებაა, თუმცა ასეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. 9 ნომერი, რომლითაც რონალდუმ ,,რეალ მადრიდში'' პირველ სეზონში ითამაშა, ანტონი მარსიალს აცვია. Goal.com-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პორტუგალიელი სასურველი ნომრის არჩევას ვერ შეძლებს, მას არჩევნის გაკეთება ამ ნომრებიდან მოუწევს - 12; 15; 24; 30; 31; 33; 35. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში'' გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები