რა ბედი ეწევა პოგბას დაბრუნების შემდეგ? იუვენტუსში გადაწყვეტილება მიიღეს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის ,,იუვენტუსის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, მაურიციო სკანავინომ, განაცხადა, რომ კლუბი პოლ პოგბასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს:
,,შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პოგბასთან და მის გარემოცვასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გადაწყვეტილება უკვე ნათელია, რჩება მხოლოდ შეთანხმება.
პოგბა იუვენტუსს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. - მაურიციო სკანავინო
პოგბას, რომელსაც ,,იუვენტუსთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ, 18 თვემდე შემცირდა. შესაბამისად, ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას 2025 წლის მარტში შეძლებს.
⚪️⚫️🇫🇷 Juventus CEO Scanavino: “I can confirm that we’re in talks with Paul Pogba and his camp to find a solution”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 9, 2024
The solution is already clear, just terms to be agreed… but Pogba will leave Juventus and become a free agent. 👋🏻 pic.twitter.com/VOh0gPL2X2