Belive

ქუთაისის ტორპედოს მცველი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუთაისის ,,ტორპედოს'' მცველი, საბა გოგლიჩიძე ,,ემპოლიში'' ითამაშებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი იტალიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გოგლიჩიძე ,,ტორპედოს'' ძირითად გუნდში 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 19 წლის მცველმა ქუთაისური გუნდის მაისურით 16 შეხვედრა ჩაატარა.

,,ემპოლი'' სერია A-ს 18 ტურის შემდეგ, 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები