Belive

ქუინსი პრომესი დუბაიში დააკავეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქუინსი პრომესი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დააკავეს.

"ბაზის" ტელეგრამის არხის ცნობით, "სპარტაკის" ფეხბურთელი რამდენიმე საათია დუბაის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ნიდერლანდელი ფეხბურთელი დუბაის ალ მაქტუმის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს. როგორც ცნობილია, სპარტაკის დაცვის თანამშრომლები პრომესთან დარჩნენ. დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა უდიდესი შანსია ეს იმ საქმეს ეხებოდეს, რის გამოც პრომესს სამშობლოში 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

პრომესის ხელმძღვანელობით, 2020 წლის იანვარში ორჯერ, სავარაუდოდ, მდინარე ვესტერშელდეს გავლით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება შეიტანეს ნიდერლანდებსა და ბელგიაში. პირველი პარტია შეიცავდა დაახლოებით 650 კილო კოკაინს. საერთო ჯამში, ნიდერლანდური პოლიცია პრომესს 1000 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავება. ფეხბურთელი საერთაშორისო ძებნაშია, თუმცა რუსეთი უარს ამბობდა მის გადაცემაზე.