ამსტერდამის "აიაქსის" 28 წლის შემეტევი ქუინსი პრომესი კვირას დილით პოლიციამ დააკავა. საქმე ცივი იარაღით მიყენებულ მძიმე ჭრილობას ეხება.
De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულს პრომესს ერთ-ერთ წვეულებაზე კონფლიქტი მოუვიდა წვეულების ერთ-ერთ წევრთან, რა დროსაც "აიაქსის" მოთამაშემ დანის გამოყენებით წვეულებაზე მყოფ პირს მძიმე დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ სხვა სტუმრებმა ისინი გააშველეს.
1 თვის წინ დაზარალებულმა პოლიციაში განცხადება შეიტანა და 13 დეკემბერს პოლიციამ პრომესი დააკავა. უახლოეს 3 დღეს ფეხბურთელი განყოფილებაში გაატარებს, რის შემდეგაც მას ან გაათავისუფლებენ, ან დაკავების ვადას გაუზრდიან. ეს პრომესის ჩვენებაზეა დამოკიდებული.
ნიდერლანდების კანონის მიხედვით პრომესს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.