Belive

ყველაზე უჩვეულო სანახაობა საფეხბურთო მატჩის დროს| VIDEO

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 ოქტომბერს, ინგლისის ჩემპიონშიპის მე-15 ტურის შეხვედრაში, "ჰალ სიტისა" და "ბირმინგემის" დაპირისპირება შედგა.

შოთა არველაძის ყოფილი გუნდი არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს და გამონაკლისი არც "ბირმინგემის" წინააღმდეგ გამართული მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც მასპინძლები 0:2 დამარცხდნენ.

"ჰალის" საგულშემატკივროდ მისულმა ფანებმა პირველი შოკი ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე მიიღეს, როდესაც ყველაზე უჩვეულო სანახაობა იხილეს, რომლის მსგავსიც ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარსაც კი შესაძლოა არ ჰქონდეს ნანახი. როგორც აღმოჩნდა "ვეფხვების" საშინაო არენაზე დაყენებული კარის სიმაღლე დასაშვებს 5.08 სანტიმეტრით აღემატებოდა, რის გამოც სტადიონის მომსახურე პერსონალმა კარი მოხსნა, გადახერხა და თავიდან დააყენა. ინციდენტის გამო "ჰალისა" და "ბირმინგემის" მატჩი დაგვიანებით დაიწყო.

სხვა სტატიები