ყველაზე მაღალი შეფასება მეკარეებს შორის - მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვებგვერდმა Sofascore-მა ერთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომლის თამაშიც საიტმა 8.6 ქულით შეაფასა.
ქართველმა მეკარემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) მეტოქის დარტყმა ექვსჯერ მოიგერია და ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კარი მშრალად მეორედ შეინახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ორშაბათს, 26 სექტემბერს, გიბრალტართან სტუმრად გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზეა ჩანიშნული.
ერთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლური თერთმეტეული Sofascore-ს ვერსიით ასე გამოიყურება:
Team of the Week provided by SofaScore