კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 25 ივნისს, თბილისური დერბით - "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩით დაბრუნდება.
მესამე ტურის დაწყებამდე, საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ყველა სტადიონი კარგ მდგომარეობაშია და ეროვნული ლიგის დასაწყებად მზადაა.