Belive

ყოვლისშემძლე ერლინგ ჰოლანდი - საოცარი სტატისტიკა და მიღწევები

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" 20 წლის შემტევი თამაშიდან თამაშამდე საოცარ შედეგებს აფიქსირებს. მან გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, "ბრიუგეს" დუბლი შეუსრულა და ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში 16 გოლი დაუგროვდა, რითაც ბრაზილიელ რონალდოს, ზინედინ ზიდანს, მიროშლავ კლოზეს, ადრიანოს (ბრაზილიელი), დავიდ ვილიას, პიერ-ემენიკ ობამეიანგს, პაულო დიბალას და რობერტო ფირმინიოს გადაუსწრო. გუშინ გატანილი გოლებით კი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 16 გოლის გატანა მოახერხა.

ჰოლანდს 20 წლის ასაკში ასევე სხვა საოცარი მიღწევები აქვს:

  • 29 გოლი 27 მატჩში - ზალცბურგში
  • 31 გოლი 30 მატჩში - დორტმუნდში
  • 17 გოლი 13 მატჩში ამ სეზონში
  • 16 გოლი ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 16 გოლის გატანა მოახერხა
  • 6 გოლი ერთა ლიგის 4 მატჩში
   

სხვა სტატიები