Belive

ყაზახეთის ნაკრების ვეტერანი: "დინამო არასტაბილურად თამაშობს და ასტანას მათი დამარცხება შეუძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყაზახეთის ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც "დინამო თბილისი" და "ასტანა" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, კომენტარი გააკეთა და ქართველი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა საშინაო მატჩი "ასტანა არენაზე" უნდა მოიგოს. "დინამოს" ბოლო თამაშებს ვუყურე, არასტაბილურად თამაშობენ. საქართველოს სუპერთასის მოგება მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს, ეროვნულ ჩემპიონატში კი რამდენიმე შეცდომა დაუშვეს.

"ასტანას" საკმაოდ კარგი შანსი აქვს იმის, რომ სახლში დაამარცხოს ისინი და ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გავიდეს", - თქვა 56 წლის ვეტერანმა, რომელიც 2004-2021 წლებში მწვრთნელად მუშაობდა.

"დინამო თბილისისა" და "ასტანას" პირველი მატჩი 13 ივლისს, ასტანაში შედგება, საპასუხო შეხვედრა კი 19 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები