ყაზაიშვილი K-ლიგის მე-19 ტურის MVP გახდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთ კორეის K-ლიგის მიმდინარე სეზონში, ვაკო ყაზაიშვილი ბრწყინვალედ ასპარეზობს.
"ულსანის" ქართველმა ვარსკვლავმა ზედიზედ ორ ტურში გაიფორმა დუბლი, ჯამში კი 10 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ბრწყინვალე პერფორმანსის შედეგად, ვაკო ყაზაიშვილი მე-19 ტურის MVP გახდა და სიმბოლურ გუნდშიც დასახელდა.