Belive

ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ყატარის ეროვნული ნაკრები სენეგალთან 1:3 დამარცხდა.

ორი ტურის შემდეგ, ფელიქს სანჩესის გუნდის ანგარიშზე ორი წაგებაა.

ეს არის პირველი შემთხვევა მუნდიალების ისტორიაში, როცა ტურნირის მასპინძელმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი დათმო.

ყატარელები მესამე შეხვედრას სამშაბათს, 29 ნოემბერს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები