Belive

ყატარის მწვრთნელი: ,,იმედია, შემდეგი მატჩით ხალხი უფრო იამაყებს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყატარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს სანჩესმა, ეკვადორთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ მხარდაჭერას ვგრძნობდით. იმედი მაქვს, მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი უფრო იამაყებს. მათ იციან, რომ მეტი შეგვიძლია.

გულშემატკივრებში დიდი მოლოდინი იგრძნობოდა. ვწუხვართ, რომ ,,წვეულებაში'' მონაწილეობა ვერ მივიღეთ, მაგრამ, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, ასეც მომხდარიყო...

გასაუმჯობესებელი ბევრი დეტალი გვაქვს. არავითარი გამართლება, ცუდად დავიწყეთ. ნერვებმა და პასუხისმგებლობამ ხელი შეგვიშალა,'' - განაცხადა ფელიქსმა.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ყატარის ნაკრები ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. მუნდიალის მასპინძელმა ქვეყანამ ტურნირის გახსნით შეხვედრაში პირველად წააგო. აქამდე მასპინძელთა ანგარიშზე 16 მოგება და 6 ფრე იყო.

ყატარი მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სენეგალის წინააღმდეგ გამართავს, ეკვადორი კი ამავე დღეს ნიდერლანდებს შეხვდება.

სხვა სტატიები