ქეცბაიას წარმატებული დებიუტი - კვიპროსმა საბერძნეთს მოუგო
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში კვიპროსის ეროვნულნა ნაკრებმა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, საბერძნეთს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა, მარინოს ციონისმა გაიტანა.
კვიპროსელთა გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან საბერძნეთი, რომელსაც ევრთა ლიგის ფლეიოფის საგზური უკვე გაფორმებული აქვს, C დივიზიონში ჩვენი გუნდის კონკურენტია.
ახლა ბერძნების ანგარიშზე 5 ტურის შემდეგ 12 ქულაა, საქართველო კი ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს. შესაბამისად, ბოლო ტურში სანიოლის გუნდი გიბრალტარის დამარცხების შემთხვევაში (ორშაბათს, 26 სექტემბერს, სტუმრად), უდიდესი ალბათობით, C დივიზიონს მინიმუმ მეორე საუკეთესო შედეგით დაასრულებს და ერთა ლიგის ფლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
კვიპროსი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 27 სექტემბერს, კოსოვოსთან სტუმრად გამართავს.